среда, 29 декабря 2010 г.

კარნავალი სკოლაში

22 დეკემბერს სკოლაში თვირთმართველობის ინიციატივით ჩატარდა კარნავალი .
მოსწავლეებმა ლია ყოლოშვილთან ერთად მოამზადეს პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებული იყო გასართობი თამაშებები, კონკურსები. სავალდებულო იყო კარნავალზე საკარნავალო კოსტუმში მოსვლა. მოსწავლეებმა საინტერესოდ ჩაატარეს კარნავალი ბევრი იცეკვეს და იხალისეს


საახალწლო ზეიმი მე–6გ კლასში

22 დეკემბერს მე-6გ კლასში ჩატარდა ღონიძიება სახელწოდებით "ახალი წელი საქართველოში და ამერიკაში"

მათ სტუმრად ჰყავდათ ზღაპრის გმირები
ფიფქია და 7 ჯუჯა.მერი პოპინსი,ქართველი თოვლის პაპა და ამერიკელი სანტა, სანტას გოგოებთან ერთად,
რომელმაც სამბას მოცეკვავე გოგონები საჩუქრად ჩამოუყვანა ქართველ ბავშვებს.
პატარებმა არც ქართული ტრადიციები დაივიწყეს და წარმოადგინეს ქართული ეროვნული ცეკვები და სიმღერები
ღონისძიება გამოირჩეოდა მუსიკალური გაფორმებით და სიმღერების სიუხვით


საახალწლო ზეიმები მეოთხე კლასებში



საახალწლო ინსცენირება მე –11 კლასში




23 დეკემბერს , XIბ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს საახალწლო ღონისძიება, რომელიც თანაკლასელებისთვის დაწერა და მოამზადა XIბ კლასის მოსწავლემ თამარ სუხაშვილმა.
მოამზადეს ქართულ ტელესივრცეში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემის – "ონტუიციის" იმიტაცია, რომელიც საკმაოდ მხიარულ და სახალისო გამოვიდა. კონცერტი გაფორმებული იყო , როგორც ქართული ასევე ევროპული და აღმოსავლური ცეკვებით და ღონისძიების დასასრულს მაყურებელს შესთავაზეს ეგრეთ წოდებული Fashion Week-ი , რა თქმა უნდა გაშარაჟებული ფორმით.

საახალწლო ზეიმი მეორე კლასებში




II კლასებმა ჩავატარეთ საახლწლო კარნავალი, რომლის მთავარი მიზანი იყო პარალელური კლასების მოსწავლეების გაცნობა–დაახლოება. მოსწავლეებმა წაიკითხეს საახალწლო ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და წარმოადგინეს კლასიდან თითო ინსცენირება. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა თოვლის პაპასთან ერთად იცეკვეს, იმხიარულეს და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.